• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

შქმერული

გადავწყვიტე ინტერპრეტირებული შქმერული გამეკეთებინა, არაქართული გარნირით და ლიმონის არომატით.

შქმერული

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

შქმერული

ინგრედიენტები

ულუფა :

1

მწვანე ბარდა (გაყინული)

50 გრამი

კიტრი

50 გრამი

კუსკუსი

70 გრამი

ზეთი

30 მილილიტრი

წითელი წიწაკა

1 მწიკვი

თეთრი ღვინო

50 მილილიტრი

ლიმონი

1 /4 ცალი

ნიორი

1 კბილი

ნაღები

100 მილილიტრი

ქათმის ფილე

120 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

დაიწყეთ ფილეს გასუფთავებით - მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი და კანი. გაახურეთ ტაფა, დასხით ცოტა ზეთი და მობრაწეთ საშუალო ცეხლზე, რომ შიგნით უმი არ დარჩეს.

საფეხური

droplet

2

chef
პარალელურად ნაღები, ნიორი, ლიმონის ცედრა და წვენი დააბლენდერეთ ერთად. როდესაც ქათამი შეიწვება - ამოიღეთ, ტაფას ღვინო დასხით და 1 წუთის შემდეგ ქათამი დააბრუნეთ ტაფაზე. დაახით ნაღები და წამოადუღეთ. უკვე გამორთულს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და დაუმატეთ რამდენიმე ლიმონის ნაჭერი.

საფეხური

droplet

3

chef
კუსკუსისთვის წამოადუღეთ წყალი, ჩაყარეთ კუსკუსი ჯამში, შეაზავეთ მარილით, შეგიძლიათ სვანური მარილი გამოიყენოთ, დაასხი ცოტა ზეთი და 140 მლ. მდუღარე წყალი, თავზე მჭიდროდ დაახურეთ გრინი. აცადეთ 7 წუთი ან სანამ წყალს ბოლომდე არ შეიწოვს

საფეხური

droplet

4

chef
დაჭერით წვრილად კიტრი. გაყინულ ბარდას მდუღარე წყალი გადაავლეთ. კუსკუსს მოხადეთ თავი და ჩანგლით აფხიკეთ ფენა-ფენა, რომ ერთმანეთს დაკრული ნაწილაკები არ დარჩეს. შეურიეთ დაჭრილი კიტრი და მწვანე ბარდა.

სერვირება

droplet

5

chef
სერვირებისას თეფშზე გადმოიღეთ ცოტა კუსკუსი, ქათმის ფილე და ნაღბის სოუსი. გემრიელად მიირთვით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone