Search
ან
სოკოს ღვეზელი
60+ წუთი
ადვილი
0-200 კკალ
ინგრედიენტები
500 500 გრ. ქამა სოკო
500 500 გრ. კალმახა სოკო
120 120 გრ. ხახვი
15 15 გრ. ნიორი
2 2 ცალი ღერო ნიახური
70 70 გრ. მიწის თხილი ან წაბლი
50 50 გრ. ლიმონი
1 1 ცალი როზმარინის ღერო ან ხმელი ქონდარი
100 100 გრ. სოიოს ნაღები ან ტოფუ
200 200 მლ. თეთრი ღვინო
50 50 მლ. ზეთი
საფეხური 1
მოზილეთ ფენოვანი ცომი ან იყიდეთ გამზადებული.
საფეხური 2
სანამ ცომს ასვენებთ მოამზადეთ შიგთავსი: ხახვი ნიორი და ნიახური წვრილად დაჭერით და დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ. პარალელურად გარეცხილი და დაჭრილი კალმახა ცალკე, გახურებულ ტაფაში ჩაყარეთ, ცოტა ზეთთან ერთად და მოშუშეთ. წვენს რომ გამოუშვებს, დაუწიეთ ცეცხლს და აცადეთ სანამ დაიშრობს, შემდეგ დააყარეთ დაჭრილი ქამა და ცეცხლს ისევ აუწიეთ, 5 წუთის შემდეგ დაამატეთ მოშუშული ხახვი, დაასხით ღვინო და აცადეთ ალკოჰოლს ამოქროლვა.
საფეხური 3
შემდეგ დაამატეთ სოიოს ნაღები (თუ ტოფუ გიყვართ ბევრად გემრიელი გამოდის) და მიწისთხილი (სეზონზე შეგიძლიათ წაბლით ჩაანაცვლოთ), ლიმონის ცედრა და ცოტა წვენი, ასევე როზმარინის ტოტი, რომელსაც ამოიღებთ მომზადების დასრულების შემდეგ.შიგთავსი არ უნდა იყოს წვნიანი, ამიტომ ყველა სითხეს აცადეთ რომ ამოშრეს, გადადგით რომ შეგრილდეს.
საფეხური 4
ცომი გააბრტყელეთ და მიეცით სასურველი ფორმა, ჩააფინეთ საცხობ ჭურჭელში, ჩადეთ შეგრილებული შიგთავსი და დააფარეთ მეორე ფენა. გვერდები ლამაზად ამოუკეცეთ, ზემოდან დასერეთ ან დახვრიტეთ ცომი, რომ არ ამოიბეროს.
საფეხური 5
შედგით 180 გრადუსზე 20-25 წუთამდე (ცომი, რომ შეწითლდება მზადაა).

სერვირება

თუ თქვენი ფორმა ლამაზია შეგიძლიად ამითვე ჩადგათ სუფრაზე.