ჯამში მოვათავსებთ ფქვილს, საფუარს, შაქარს - ავურევთ, დავასხამთ ნელთბილ რძეს და ზეთს, მოვზელთ ცომს ხელით ან სადგამი მიქსერით, კაუჭა საცმით. ბოლოს ვაყრით მარილს, ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიკური და რბილი.
საფეხური 2
ვაფარებთ ჰერმეტულად პარკს და ვდებთ თბილ ადგილას ასაფუებლად.
მოვხარშავთ 2 კვერცხს 15 წუთის განმავლობაში, გადავავლებთ ცივ წყალს, ადვილად რომ გაიფცქვნას.
მსხვილ სახეხზე გავხეხავთ ყველს,იმერულის და სულგუნის ნაზავი სასურველია, პროპორცია 70/30.
საფეხური 3
როდესაც ცომის მოცულობა გაორმაგდება, გადმოვიტანთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გადავზელთ, გავაკეთებთ ორ გუნდას, შევფუთავთ და დავასვენებთ 10 წუთი.
გავაცხელებთ ღუმელს 200 გრადუსზე.
საფეხური 4
1 კვერცხის გულს და ცილას გავაცალკევებთ, ცილას შევურევთ გახეხილ ყველს, ხოლო გულს დავუმატებთ 1 სკ რძეს და გამოვიყენებთ ღვეზელებზე გადასასმელად.
საფეხური 5
ცომს გავაბრტყელებთ, გადავიტანთ ყველის 1/ნახევარს, დავდებთ 1 გაჭრილ კვერცხს და კარგად შევაერთებთ კიდეებს, გადავუსვამთ კვერცხის გულს და გამოვაცხობთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ფირფიტაზე 30-35 წუთი ან ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.