Search
ან
იორკშირის პუდინგი სულგუნით, პიტნით და ტარხუნით.
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
201-500 კკალ

მე მქვია ეველინა შაგინოვა. პროფესიით  ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს კარიტასში, სოციალური კაფეს კოორდინატორად. მზარეულობა დედიკომ შემაყვარა. 10 წლის ასაკში დამოუკიდებლად გამოვაცხვე პატარა ტარტები ვაშლის პიურეთი და მერინგით. მასტერშეფში მივიღე მონაწილეობა ჩემი შვილის დაჟინებული თხოვნით. გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი და მივიღე უდიდესი გამოცდილება, ემოციური თავგადასავალი იყო ჩემს ცხოვრებაში. კულინარია არის ჩემი ჰობი, მიზიდავს ფუდფოტოგრაფია.
 

ინგრედიენტები
6 6 ცალი კვერცხი
300 300 მლ. რძე
300 300 გრ. ფქვილი
4 4 გრ. მარილი
500 500 გრ. სულგუნი
200 200 გრ. არაჟანი
1 1 კბილი ნიორი
150 150 გრ. ტარხუნა
50 50 გრ. პიტნა
100 100 მლ. ზეთი
3 3 გრ. პილპილი
საფეხური 1
კვერცხი ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით 1 წუთის განმავლობაში, ნელ-ნელა დავუმატოთ რძე, გაცრილი ფქვილი და მარილით.
საფეხური 2
მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი. უმჯობესია ცომი გავაჩეროთ მაცივარში 3 საათით.
საფეხური 3
მოვამზადოთ გამოსაცხობი ფორმები: თითო ფორმაში ჩავასხათ ზეთი დაახლოებით 20 მლ, ფორმები მოვათავსოთ გამოსაცხობ ლანგარზე და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 10 წუთით.
საფეხური 4
შემდეგ ფრთხილად გადმოვიღოთ ლანგარი და ნელ ნელ- ნელა ჩავასხათ ჩვენი თხევადი ცომი ისე რომ ფორმის 1/3 შეივსოს. შევდგათ ისევ ღუმელში და გამოვაცხოთ 25-30 წუთით. (ღუმლის გაღება არ შეიძლება!!!)
საფეხური 5
ყველის გულსართი : სულგუნი გავხეხოთ, დავამატოთ არაჟანი, გახეხილი ნიორი, დაჭრილი პიტნა, ტარხუნა, მარილი და პილპილი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!