Search
ან
ფრანგული სტაფილოს კექსი ყველის კრემით და ამოყვანილი ვანილის განაშით
60+ წუთი
საშუალო
500+ კკალ

“მე ვარ ნინიკო და ჩემი ბავშვობის ოცნება მხოლოდ კულინარიასთან იყო კავშირში. კულინარიით ჩემი გატაცება ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. 4 წლის ვიყავი, როდესაც ბებიამ პატარა წინსაფარი შემიკერა. იმ წინსაფარს რომ გამიკეთებდა, მთავარი ამბავი მერე იწყებოდა. მას მერე დიდი სიყვარულით ვინახავ, ჩემში საოცარ მოგონებებს აღძრავს. ბებიამ პირველად ბაზარში რომ წამიყვანა, პროდუქტის არჩევამაც კი საოცარად დამაინტერესა, მაშინ პროდუქტებს ვხატავდი, ჩემებურად ვწერდი რეცეპტებს. 
ყველაზე მეტად მიყვარს კერძის მომზადების პროცესი, რომელსაც თან ახლავს ძალიან საინტერესო - მოლოდინის ფაზა. როდესაც იცი, რომ ახლა გამზადდება რაღაც ძალიან გემრიელი. ბედნიერებაა როდესაც შეგიძლია შენი გემრიელი კერძით დააპურო საყვარელი ადამიანები. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?
რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ვმუშაობ ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში, სპონსორშიპის პროექტის მენეჯერად. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ალტერნატიული ზრუნვის მიწოდება მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის. მთელი გულით მიყვარს ეს საქმე და მიხარია, რომ კეთილ საქმეს ვემსახურები. მახარებს ის, რომ მალე ჩვენს აღსაზრდელებს შევასწავლი კერძების მომზადებას. 
უი, კოვიდ -19 პანდემია არ გამომრჩეს. პანდემიის დროს მოვხვდი მასტერშეფის გრანდიოზულ პროექტში. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ამ გზას ბოლომდე უნდა გავყოლოდი, მეტი მესწავლა. დღეს კი თქვენ ჩემ მიერ მომზადებულ ფრანგულ კექსს გიზიარებთ. იმედი მაქვს მოგეწონებათ! 
თქვენი ნინიკო”

ინგრედიენტები
140 140 გრ. კვერცხი
115 115 გრ. ყავისფერი შაქარი
115 115 გრ. შაქარი
200 200 გრ. ფქვილი
95 95 გრ. ნიგოზი
11 11 გრ. გამაფხვიერებელი
2 2 გრ. დარიჩინის ფხვნილი
85 85 გრ. მზესუმზირის ზეთი
200 200 გრ. კარაქი
230 230 გრ. გახეხილი სტაფილო
2 2 ცალი ფორთოხალი
50 50 გრ. ნუშის ფქვილი
20 20 გრ. რომი
2 2 გრ. ვანილი
340 340 გრ. კრემ-ყველი
100 100 გრ. შაქრის პუდრი
220 220 გრ. ნაღები
220 220 გრ. თეთრი შოკოლადი
35 35 გრ. ჟელატინის მასა
480 480 გრ. ცივი ნაღები
საფეხური 1
კექსისთვის დაგვჭირდება: 0,140 გ. კვერცხი; 0,115 გ. ყავისფერი შაქარი; 0,115 გ. შაქარი; 0,200 გ. ფქვილი; 0,095 გ. ნიგოზი; 0,011 გ. გამაფხვიერებელი; 0,02 გ. დარიჩინის ფხვნილი; 0,085 გ. მზესუმზირის ზეთი; 0,085 გ. კარაქი; 0,230 გ. გახეხილი სტაფილო; 2 ც. ფორთოხალი; 0,50 გ. ნუშის ფქვილი; 0,020 გ. რომი; 0,02 გ. ვანილი;
საფეხური 2
მომზადების ტექნოლოგია: პირველ რიგში ზეთი და კარაქი ერთად გავალღვოთ და დროებით გადავდოთ. მიქსერის ჯამში მოვათავსოთ კვერცხი, ორივე სახის შაქარი და ჩავრთოთ მაღალ სიჩქარეზე. შემდეგ ერთმანეთში გადავურევთ მშრალ ინგრედიენტებს: ფქვილი, ნუშის ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი, ნიგოზი და ვამატებთ მხოლოდ ნახევარს მიქსერში. მასა როდესაც ერთგვაროვანი გახდება ვამატებთ გახეხილ სატაფილოს და ცოტა ხანში ისევ ამ მშრალი ინგრედიენტების დარჩენილ ნაწილს. შემდეგ ზეთი, გამდნარი კარაქი. ბოლოს კი ფორთოხლის ცედრა და რომი. წინასწარ გაახურეთ ღუმელი. ვაცხობთ 165 გრადუსზე 40 წუთი.
საფეხური 3
ყველის კრემისთვის დაგვჭირდება: 0,340 გ. კრემ-ყველი; 0,115 გ. კარაქი; 0,100 გ. შაქრის პუდრი; ჯამში მოვათავსოთ დარბილებული კარაქი და მიქსერით ავთქვიფოთ. კარაქი როდესაც გათეთრდება, დავამატოთ შაქრის პუდრი და ბოლოს კრემ-ყველი. კექს ყველის კრემი უკეთდება შიგნით.
საფეხური 4
ამოყვანილი ვანილის განაშისთვის დაგვჭირდება: 0,220 გ. ნაღები; 0,220 გ. შოკოლადი თეთრი; 0,035 გ. ჟელატინის მასა; 0,480 გ. ნაღები (ცივი)
საფეხური 5
მომზადების წესი: ჯამში ვასხამთ 0,220 ნაღებს და ვდგამთ ქურაზე. მიგვყავს ადუღებამდე. შემდეგ ცხელ ნაღებს ვასხამთ თეთრ შოკოლადს და ჟელატინის მასას. ვაბლდენდერებთ. ბოლოს ნელ-ნელა ვუმატებთ ცივ 0,480 ნაღებს. განაშს სჭირდება სტაბილიზაცია მაცივარში 6 საათი. 6 საათის შემდეგ ამოგვყავს მიქსერით. განაშს ვიყენებთ კექსის მოსართავად.

სერვირება

გემრიელად მიირთვით