Search
ან
ტოლმა ვაზის ფოთოლში
60+ წუთი
რთული
მძიმე
2
201-500 კკალ
ინგრედიენტები
1 1 კგ. საქონლის მკერდი
250 250 გრ. ღორის ხორცი
200 200 გრ. ხახვი
4 4 ვაზის ფოთოლი
1 1 მწიკვი შავი პილპილი
500 500 მლ. მაწონი
10 10 გრ. ნიორი
5 5 გრ. დარიჩინი
50 50 გრ. კარაქი
2 2 დაფნა
20 20 გრ. პიტნა
20 20 გრ. ქინძი
საფეხური 1
ღორის და საქონლის ხორცი დავჭრათ და ნიორთან, ხახვთან და სანელებლებთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში. საგულდაგულოდ გარეცხილი და 20 წუთის განმავლობაში დამწდარი ბრინჯი შევურიოთ ფარშს. დავამატოთ მარილი.
საფეხური 2
ვაზის ფოთლებს დავასხათ ადუღებული წყალი და დავტოვოთ ცხელ წყალში 6-8 წუთის განმავლობაში, მერე ამოვიღოთ წყლიდან და გავაციოთ. თითოეულ ფოთოლზე დესერტის კოვზით მოვათავსოთ ფარში და მჭიდროდ შევახვიოთ.
საფეხური 3
საშუალო ზომის ქვაბის ძირზე დავაფინოთ ვაზის ფოთლები და ზემოდან მჭიდროდ ჩავალაგოთ ტოლმები. დავასხათ მარილწყალი ისე, რომ მხოლოდ ოდნავ ფარავდეს ტოლმას. ზემოდან დავაფაროთ განიერი თეფში და დავახუროთ თავი. ვხარშოთ ბრინჯის მოხარშვამდე. 

სერვირება

მზა ტოლმა გადავიტანოთ ღრმა თასში და მოვასხათ გაწურული მაწვნისგან დამზადებული საწებელი. ასევე მოვაყაროთ დანაყული დარიჩინი.

რჩევები

გაწურული მაწვნის საწებლის მომზადების წესი: საწურზე დავაფინოთ მარლის რამდენიმე ფენა. მასზე დავასხათ მაწონი და 4 საათით შევდგათ მაცივარში. მიღებული მასა ავთქვიფოთ, მოვაყაროთ მარილი და დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი.