Search
ან
სისამიანი ხაჭაპური - აჭარა
სისამიანი ხაჭაპური - აჭარა
60+ წუთი
საშუალო
1
201-500 კკალ

სისამიანი ხაჭაპური ეს კერძი პრინციპულად ხაჭაპურის ნაირსახეობაა. ბაზა აქვს იმერული ხაჭაპურის, მაგრამ გულსართი, და სართავი აქვს ორიგინალური. კერძის გასაკეთებლად, პირველ რიგში, უნდა მოვზილოთ ცომი, რისთვისაც 500გ ფქვილში ჩავყრით 15გ აქტივირებულ საფუარს, დავამატებთ 235მლ წყალს, მწიკვ მარილს და მოვზელთ. მოზელილ ცომს ვაყოვნებთ 40-60 წუთს კარგად აფუვებამდე.

პარალელურად, ტაფაზე ვთუშავთ 200გ ხახვს გაოქროსფერებამდე. გაოქროსფერებულ ხახვს ვაგრილებთ და ვუმატებთ 1 ჩაის კოვზ სისამს (იგივე შავი კუმინი). შევურევთ სისამიან ხახვს და 230გ ყველს. ამოსულ ცომს გავაბრტყელებთ ხაჭაპურივით, შემდეგ წავუსვამთ ათქვეფილ კვერცხის გულს და მოვაყრით ნახევარ კოვზ სისამს. გამოვაცხობთ 230 გრადუსზე 12-15 წუთის მანძილზე.

ინგრედიენტები
15 15 გრ. შავი კუმინი (სისამი)
15 15 გრ. საფუარი
200 200 გრ. ხახვი
3 3 კვერცხი
500 500 გრ. ფქვილი
230 230 გრ. ყველი

მსგავსი რეცეპტები