Search
ან
ჩიზქეიქი შინდით
60+ წუთი
რთული
მსუბუქი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
530 530 გრ. კრემ-ყველი
2 2 კვერცხი
160 160 გრ. შაქარი
230 230 მლ. ნაღები
5 5 გრ. ფქვილი
2 2 ვანილის ჩხირი
20 20 გრ. დარიჩინი დაფქვილი
200 200 გრ. ორცხობილა
100 100 გრ. კარაქი
200 200 გრ. შინდი
20 20 გრ. შაქარი
10 10 პიტნის ფოთოლი
საფეხური 1
ფუძე: ორცხობილა დავფშვნათ, დავუმატოთ კარაქი, დარიჩინი და ავურიოთ. ჩავყაროთ ჩიზქეიქის ფორმაში, დავტკეპნოთ 2 მმ.-ის სისქეზე და გამოვაცხოთ 7-10 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე. შემდეგ გავაცივოთ.
საფეხური 2
ჩიზქეიქი: კრემ-ყველი, 130გრ შაქარი, ვანილი და ნაღები მსუბუქად ავთქვიფოთ, სათითაოდ დავუმატოთ კვერცხი და ფქვილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ ფორმებში.
საფეხური 3
ღუმელი გავახუროთ 100 გრადუსამდე და შევდგათ ჩიზქეიქიანი ფორმები 30 წუთით. დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან ღუმელიდან გამოღებისას არ უნდა იყოს მკვრივი. აუცილებლია, რომ კარგად გაცივდეს. 1 ღამით მოათავსეთ მაცივარში.
საფეხური 4
საწებელი: შინდი და შაქარი აადუღეთ, გააკეთეთ ხილფაფა და გაწურეთ საწურზე.

სერვირება

აწყობა: ჩიზქეიქი გადმოვიღოთ ფორმიდან, დავადოთ ფუძეს, მოვასხათ საწებელი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.