მე ვარ ალექსანდრ, წარმოშობით სამცხე ჯავახეთიდან, ინკლუზიური და ბარიერ თავისუფალი კაფე “Sweet heart“-ის შეფ-კონდიტერი.
ჩვენი კაფე გამორჩეულია იმით, რომ ჩვენი მთავარი მიზანია შშმ პირების გადამზადება და დახმარება დასაქმებაში. “საკონდიტროში ყველაზე მაგარი ის არის, რომ ძალიან ბევრი არჩევანი და შესაძლებლობაა. როცა დესერტს ამზადებ, უნდა ჩადო მთელი გული და სული, და აუცილებლად გემრიელი გამოვა, თან თუ არ დაგავიწყდა ღუმელის ტაიმერის ჩართვა!“
ცომი:
300
300
გრ.
თხილის და შოკოლადის პასტა
60
60
გრ.
უმარილო კარაქი (82% )
3
3
ცალი
კვერცხი
140
140
გრ.
უმაღლესი ხარისხის ფქვილი
10
10
გრ.
კაკაოს ფხვნილი
5
5
გრ.
გამაფხვიერებელი
100
100
გრ.
შავი შოკოლადის ნატეხები
60
60
გრ.
შავი მოცხარი
ჯელატოს მასა:
4
4
ცალი
კვერცხის გული
110
110
გრ.
შაქარი
5
5
გრ.
ვანილის შაქარი
450
450
გრ.
ნაღები (35 %)
100
100
გრ.
შავი მოცხარი
10
10
გრ.
შავი რომი
მომზადების წესი:
წინასწარ ავწონოთ ყველა ინგრედიენტი.
კვერცხი მოვათავსოთ მიქსერის ჯამში და კარგად ავთქვიფოთ გათეთრებამდე.
ცალკე ჯამში გავალღოთ კარაქი და დავამატოთ კვერცხის მასას. შემდეგ კი დავამატოთ მშრალ ინგრედიენტებს - ფქვილი, ვანილი, გამაფხვიერებელი
აუცილებლად გავცრათ!
ჩავასხათ სასურველ ფორმებში. მე ავირჩიე 8 სმ დიამეტრის მრგვალი ფორმა. გამოვაცხოთ 200 c - 15 წუთი.
ჯელატოს მასა:
ჯამში დავამატოთ კვერცხის გული, შაქარი, ვანილი და შავი რომი, ავთქვიფოთ კარგად.
შემდეგ დავამატოთ ნაღები და შავი მოცხარი, დავადგათ ქურაზე დაბალ ტემპერატურაზე, ვადუღოთ ოდნავ გასქელებამდე.
შემდეგ კი მოვათავსოთ კონტეინერში დავასვენოთ 40 წუთი, ბოლოს კი შევინახოთ საყინულეში მთელი ღამით!
დეკორაცია:
სერვირების თეფში, კაკაოს ფხვნილი, ბრინჯის ფირფიტის ჩიფსი, ჟოლოს სუბლიმირებული ფხვნილი
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი