Search
ან
მატჩას საზაფხულო ჩაი მანგოთი
0 - 30 წუთი
ადვილი
0-200 კკალ

გამარჯობა, მე ნინი ვარ - სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი. პანდემიის დასაწყისში უამრავ ადამიანს გაუჩნდა ახალი ინტერესი. ბევრმაც უკვე არსებული ჰობი აქცია პროფესიად. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა და დიდი ხნის წინ მივიწყებული ვარჯიში კვლავ განვაახლე, რაც ბევრი სასიამოვნო სიახლის საწინდარი აღმოჩნდა. სანამ მოყვარულის დონეზე ვცდილობდი ფიტნეს სამყაროში არსებულ მითებსა თუ რეალობაში გარკვევას, უამრავ არასწორ ან არასანდო წყაროს გადავაწყდი ინტერნეტ სამყაროში. ამიტომ, ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციის მატებასთან ერთად გადავწყვიტე ფიტნეს-ბლოგი შემექმნა, რათა ერთ დროს ჩემსავით ინფორმაციის მაძიებელი ადამიანებისთვის სწორი მიმართულება მიმეცა. ასე შეიქმნა ჩემი ბლოგიც და დღემდე ვცდილობ ჩემს გამომწერებს ინფორმატიული, განსხვავებული და საინტერესო კონტენტი შევთავაზო. ბლოგში, ერთ-ერთ მიმართულებად სწორედ ჯანსაღი და რაც მთავარია, გემრიელი რეცეპტები მაქვს. სწორედ ამიტომ, ახლაც გიზიარებთ ძალიან განსხვავებული და საზაფხულო ჩაის რეცეპტს. იმედი მაქვს ისიამოვნებთ :)
 

ინგრედიენტები
1 1 ცალი მანგო
1 1 სუფრის კოვზი დამატკბობელი (თაფლი, ნეკერჩხლის, აგავის ან ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი სიროფი)
1 1 ჭიქა + 1 ს/კ ცხელი წყალი (არაადუღებული)
2 2 ჩაის კოვზი მა(ტ)ჩა
1 1 ჭიქა რძე (მე გამოვიყენე ულაქტოზო. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი რძე, მათ შორის მცენარეულიც)
1 1 ჭიქა ყინული
1/2 1/2 ცალი გაყინული მანგო (სურვილისამებრ)
1 1 ცალი ღერო პიტნა (სურვილისამებრ)
საფეხური 1
მივცეთ მანგოს პიურეს კონსისტენცია ბლენდერით ან დანით. შევურიოთ დამატკბობელი და ცოტა ხანი გადავდოთ გვერდით.
საფეხური 2
2 ჩ/კ მატჩას დავუმატოთ 1 ს/კ წყალი, ბოლომდე გავხსნათ, ისე რომ ოდნავ ქაფი გაიკეთოს. დავამატოთ დარჩენილი ცხელი წყალი. კვლავ ამოვურიოთ და გავუშვათ მაცივარში 5 წუთით.
საფეხური 3
შევუდგეთ აწყობას. ჭიქის ძირზე მოვათავსოთ მანგოს პიურე. დავუმატოთ ჯერ ყინული, შემდეგ კი რძე. მატჩა გამოვაბრძანოთ მაცივრიდან და დავუმატოთ ჭიქაში არსებულ ინგრედიენტებს.
საფეხური 4
ბოლო ფენად შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან ცოტა ამოყვანილი რძე. რძის ზედაპირზე კი მოვათავსოთ კუბებად დაჭრილი გაყინული მანგო ან/და პიტნა.

სერვირება

ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გამოგივათ 2 ულუფა. გემრიელად მიირთვით!

თეგები

ექსპერტის რჩევები