Search
ან
დატენილი მჭადები ნადუღის კრემით
30-60 წუთი
ადვილი
201-500 კკალ

“სამზარეულო ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვისა და კულინარიასთან ახლო კავშირის საშუალებაა. 
სამზარეულო ადგილია, სადაც პროცესი არ წყდება. ეს სფეროა, სადაც შეგიძლია იყო მეცნიერი, ხელოვანი ან უბრალოდ კარგი მზარეული.
ჩემთვის მზარეულობა კარგი განწყობის და განვითარების საშუალებაა, კულინარია თავისი არსით ამოუწურავი ინფორმაციაა, სამზარეულო როგორც სპორტული, ასევე შემოქმედებითი სფეროა, სადაც აუცილებელია ნებისყოფა, ხედვა და გემოს დაჭერა.” - ლაშა ნიკორაშვილი, Z10-ის შეფ-მზარეული.
 

ინგრედიენტები
200 200 გრ. ნადუღი
50 50 მლ. არაჟანი
20 20 მლ. ფორთოხლის წვენი
1/2 1/2 ფორთოხლის ცედრა
30 30 გრ. პიტნა
1 1 მწიკვი დაღერღილი წიწაკა
1 1 მწიკვი მარილი
საფეხური 1
გულსართის მოსამზადებლად ერთმანეთში ავურიოთ ნადუღი, არაჟანი და ფორთოხლის წვენი, დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა, პიტნა და დაღერღილი წიწაკა. ყველაფერი ეს გადავურიოთ სადღვებით, რომ მივიღოთ კრემისებრი ერთგვაროვანი მასა. Სურვილისამებრ დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები.
საფეხური 2
მჭადის ფირფიტებისათვის ავიღოთ მჭადისა და პურის ფქვილი, დავუმატოთ მარილი და მოვზილოთ ცომი ნელთბილი წყლით. ცომი დავყოთ 35 გრ ბურთულებად. თითოეული მათგანი გავაბრტყელოთ მრგვალ ფორმებად. ფირფიტები უნდა იყოს 3 მმ სისქის.
საფეხური 3
ქვაბში გავაცხელოთ ზეთი 180 გრადუსამდე. ჩავდოთ მჭადის ფირფიტები, ისე რომ დაიფაროს ზეთით. რამდენიმე წამის შემდეგ ფირფიტები ზემოთ ამოიწევს, მაშის დახმარებით გადავკეცოთ ფირფიტა და ასე გეჭიროს 10 წამის განმავლობაში, შემდეგ გავუშვათ მაშა და დაველოდოთ სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. გამზადებული მჭადის ფირფიტები დავტენოთ შეზავებული ნადუღის კრემით.

სერვირება

გაფორმებისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ პიტნა და მარწყვი გემოვნებით.