“ცხოვრებაში ორი ვნება მაქვს - მოგზაურობა და კულინარია. 1 წლის წინ გადავწყვიტე პროფესიულად შემესწავლა საკონდიტრო ხელოვნება, ეს იყო კულინარიული თავგადასავლებით სავსე წელიწადი.
ძალიან კარგი შეგრძნებაა აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს და რისი კეთებაც კარგად გამოგდის, იყო იქ სადაც შენი ადგილია.
საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ და როცა საქმე ეხება დესერტს, ვცდილობ სრულყოფილებამდე მივიყვანო ის.
ზოგადად დესერტი ჩემთვის პატარა დღესასწაულია და რა არის ცხოვრება დღესასწაულების გარეშე?” - ნინო ზანთარაია
400
400
გრ.
ფქვილი
340
340
გრ.
შაქარი
200
200
გრ.
კარაქი
11
11
ცალი
კვერცხი
1
1
ლიტრი
რძე
60
60
გრ.
სიმინდის სახამებელი
30
30
გრ.
ფსტის პასტა
50
50
გრ.
ფსტის ფქვილი
5
5
გრ.
მარილი
კრაკელინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 100 გ ფქვილი, 100 გ შაქარი (ყავისფერი ან ლერწმის), 100 გ ცივი კარაქი, საკვები საღებავი (სურვილისამებრ).
ჯამში გავაერთიანოთ ფქვილი, საღებავი და შაქრი, დავამატოთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი და სწრაფად გადავზილოთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე, მოვათავსოთ ორ პერგამენტს შორის და გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქეზე. შევინახოთ საყინულეში.
გამოყენების წინ ამოვჭრათ პატარა რგოლები და ფრთხილად მოვათავსოთ შუს თავზე.
შუს ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: რძე 500 მლ, კარაქი 100 გ, ფქვილი 300 გ, შაქარი 5-10 გ, მარილი მწიკვი, კვერცხი 8 ცალი.
ქვაბში ჩავასხათ რძე, კუბებად დაჭრილი კარაქი, მარილი და შაქარი, ადუღებისას კარგად მოვურიოთ რათა კარაქი დადნეს, შემდეგ მოვხსნათ ცეცხლიდან და ჩავყაროთ ფქვილი ერთჯერად, ამოვურიოთ წრიულად, დავაბრუნოთ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით, მოვშუშოთ ცომი 5-8 წუთი. შემდგომ გადმოვიტანოთ ცომი თასში და დავამატოთ კვერცხი (თითო თითო) სწრაფი თქვეფით, შესაძლოა ცომმა შეიზილოს 6-8 კვერცხამდე.
მოვათავსოთ ცომი საკონდიტრო ტომარაში და დავასვენოთ მაცივარში 1 საათი ან 1 ღამით.
გამოცხობის რეჟიმი: გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსამდე ვაცხოთ 10 წუთი, შემდგომ ტემპერატურა ჩამოვიყვანოთ 170 გრადუსამდე და ვაცხოთ 20 წუთი, სანამ შუ ოქროსფერს არ მიიღებს.
საკონდიტრო კრემისთვის დაგჭირდებათ: რძე 500 მლ, კვერცხის გული 3, შაქარი 150 გ, სიმინდის სახამებელი 60 გ. დანამატი: ფსტის პასტა 30 გ, ფსტის ფქვილი 50 გ.
გავაერთიანოთ კვერცხის გული შაქარი და სახამებელი და კარგად ავთქვიფოთ.
ავადუღოთ რძე, დავასხათ კვერცხის მასას ადუღებული რძე და მოვურიოთ, შემდგომ დავაბრუნოთ ქვაბში და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე უწყვეტი მორევით 3-4 წუთის განმავლობაში.
კრემი გადმოვიტანოთ გრინზე (საკვების შესაფუთ ცელოფნზე) და შევფუთოთ, მოვათავსოთ მაცივარში დაახლოებით 2 საათით.
გამოყენების წინ ავთქვიფოთ მიქსერით, დავუმატოთ ფსტის პასტა და ფსტის ფქვილი.
ავთქვიფოთ ნაღები (ნაღები და ჯამიც უნდა იყოს ცივი)
გავაერთიანოთ მოხარშული კრემი და ათქვეფილი ნაღები.
კროკამბუშის ასაწყობად აიღეთ სქელი ქაღალდი, დახაზეთ მეოთხედი წრე ფურცელზე, რომლის რადიუსია 30 სმ, ამოჭერით და სწორი 2 მხარე დაამაგრეთ წებოვანი ლენტით.
კონუსს თავი მოაჭერით დაახლოებით 2 სანტიმეტრზე (ბოლო ნამცხვრის ჩასმას გაგიადვილებთ). შემოახვიეთ კონუსს ფოლგა ან გრინი.
სიროპის მოსამზადებლად მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში 80 გრამი შაქარი და 20 გრამი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და მოხარშეთ სიროპი მანამ, სანამ ცივ წყალში წვეთის ჩაგდებისას არ მიიღებთ მყარ ბურთულას.
დაკრემილი შუს ძირი ფრთხილად ამოავლეთ სიროპში და დაამაგრეთ წინასწარ მომზადებულ კონუსზე, დამაგრება დაიწყეთ ქვევიდან.
კარამელთან უნდა იმუშაოთ სწრაფად, მალევე მაგრდება, აწყობისთვის შესაძლოა 2 ულუფა კარამელის დამზადება დაგჭირდეთ.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი