ამჯერად მჭადის ცომს ვზელთ წყლის მაგივრად ნაღებში, მაგრამ შეგვიძლია ოდნავ წყლის დამატებაც. მარილს ვამატებთ გემოვნებით.
ცალკე გავხეხოთ იმერული ყველი.
ტარხუნა მოვათავსოთ ბლენდერში, დავამატოთ ძმარი და მარილი. დავაბლენდეროთ და სოუსი მზად არის.
მჭადი დავაგუნდავოთ, მივცეთ სათითის ფორმა და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში ისე, რომ გადაიბრაწოს.