Search
ან
ზუთხი და შეკმაზული შოთის პური
ინგრედიენტები
1 1 ხურმა
2 2 ლეღვი
50 50 გრ. გარჩეული ბროწეული
150 150 მლ. გაწურული არაჟანი
1/2 1/2 შოთის პური
2 2 ზუთხის ნაჭერი
50 50 გრ. ქინძი
50 50 გრ. კამა
6 6 ნიორი
1/2 1/2 ლიმონი
50 50 გრ. ხახვი
20 20 გრ. ისპანახი
15 15 გრ. გოგრის გული
5 5 გრ. დაღერღილი წიწაკა
40 40 მლ. ზეითუნის ზეთი
40 40 გრ. კარაქი
50 50 მლ. თეთრი ღვინო
საფეხური 1
ღრმა ტაფაში მოათავსეთ კამა, ქინძი და ისპანახი, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და ზემოდან დაადეთ თევზის ნაჭრები. თევზს მოასხით ლიმონი, მოაყარეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა, გვერდზე დაულაგეთ გაუჭრელი ნიორი და ხახვის ნახევრები. კარაქის და ღვინის დამატების შემდეგ, თევზი მოთუშეთ ორთქლზე 15 წუთის განმავლობაში.
საფეხური 2
შოთის პურს გამოაცალეთ ზედმეტი ცომი, გაჭრით შუაზე, მოაყარეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა, მოასხით ზეითუნის ზეთი და შედგით 200-220 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10-12 წუთით.
საფეხური 3
გაწურული მაწონი შეკაზმეთ დაღერღილი წიწაკით, ნივრით, მარილით და მოათავსეთ დაბრაწულ შოთის პურზე. ზემოდან დაალაგეთ ხილი, რომელიც ასევე უნდა შეკაზმოთ ნივრით, წიწაკით და ზეთით.
საფეხური 4
შოთის პურს მოაყარეთ გოგრის მარცვალი და დაამატეთ ქინძი და კამა ისე, რომ ერთმანეთში არ შეერიოს.

სერვირება

მიირთვით ზუთხი შეკაზმულ შოთის პურთან ერთად.