გავრეცხოთ მწვანილი და ლიმონი.
ქათმის ფილე დავჭრათ თხელ ნაჭრებად, დავბეგოთ თანაბარი სისქის მისაღებად. მოვაყაროთ პილპილი და მარილი გემოვნებით. ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ორივე მხრიდან ზეითუნის ზეთში, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.
მოვხარშოთ მწყერის კვერცხი 20-25 წუთის განმავლობაში და გავასუფთავოთ.
სალათის ფოთლები დავაქუცმაცოთ ხელით, შევურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხეხვი, ლიმონის წვენი და დარჩენილი ზეითუნის ზეთი.
ფილე დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად და კვერცხთან ერთად მოვათავსოთ სალათზე.