გაითვალისწინეთ, რომ ზოგი შოკოლადი შეიცვას გლუტენს, ამიტომ ყიდვამდე კარგად გაეცანით შემადგენლობას.
შოკოლადის ცომი:
124
124
გრ.
კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
124
124
გრ.
ნუშის ფქვილი
124
124
გრ.
შაქარი
20
20
გრ.
კაკაო
152
152
გრ.
ოთახის ტემპერატურის კვერცხი
52
52
გრ.
ნაღები (33%)
ფორთოხლის ცომი:
4
4
ფორთოხალი
320
320
გრ.
ოთახის ტემპერატურის კვერცხი
344
344
გრ.
შაქარი
344
344
გრ.
ნუშის ფქვილი
24
24
გრ.
სიმინდის სახამებელი
მოათავსეთ შოკოლადის ცომის ინგრედიენტები ჯამში და კარგად ათქვიფეთ მიქსერით. გადაიტანეთ ცომი საცხობ პარკში და გაახვიეთ გრძელ, მრგვალ, ფორმაზე. მოათავსეთ საყინულეში.
ხარშეთ ფორთოხლები 1 საათის განმავლობაში. სასურველია სამჯერ გამოუცვალოთ წყალი. შემდგომ ამოიღეთ, გაჭერით, გაასუფთავეთ კურკებისგან და კარგად დააბლენდერეთ.
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ ნუშის ფქვილი, ფორთოხლის პიურე და სახამებელი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ჩაასხით ყალიბში ფორთოხლის ცომი. შემდგომ, დაადეთ შოკოლადის გაყინული ცომი. გამოაცხვეთ 165 გრადუსზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
სერვირება
გააგრილეთ გამომცხვარი კექსი და მორთეთ შოკოლადის ელემენტებით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი