Search
ან
მინი ჩიზბურგერები
30-60 წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
150 150 გრ. საქონლის ფარში
2 2 ცალი ბურგერის პური
50 50 გრ. საფანელი
50 50 გრ. კეჩუპი
20 20 გრ. სალათის ფოთოლი
4 4 ცალი ნაჭერი ყველი ედემი
2 2 ჭიქა ნაჭერი პომიდორი
მარილი და პილპილი
საფეხური 1
ფარშს დავუმატოთ საფანელი,კეჩუპი, მარილი და პილპილი. კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, გავაკეთოთ თანაბარი ზომის პატარა ბურთები, გავაბრტყელოთ 1 სმ.-ის სისქეზე.
საფეხური 2
შევწვათ ზეთიან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე.
საფეხური 3
პური გავჭრათ შუაზე, დავაფინოთ ჯერ სალათის ფოთოლი, შემდეგ ყველი, კეტჩუპი, შემწვარი ხორცი, დაჭრილი პომიდორი და ბოლოს ისევ პური.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!