Search
ან
კარტოფილის ბურთულები არაჟნის სოუსით

კარტოფილის ბურთულები ყველაზე ჭირვეულად მჭამელ ბავშვებსაც კი უყვართ. 

პატარებს არაჟნის სოუსის ნაცვლად შეგიძლიათ კეჩუპი ან ნებისმიერი სხვა საწებელი შესთავაზოთ. 

ინგრედიენტები
6 6 კარტოფილი
200 200 გრ. გაუდა
7 7 ცალი კვერცხი
1 1 ჩაის კოვზი მარილი
200 200 გრ. ფქვილი
300 300 გრ. საფანელი
100 100 გრ. არაჟანი
1 1 სუფრის კოვზი მდოგვი
2 2 ჩაის კოვზი ბაზილიკი
1 1 ჩაის კოვზი თაფლი
1 1 ცალი ლიმონი
1 1 კბილი ნიორი
საფეხური 1
კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით კუბიკებად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი, ისე რომ დაიფაროს და დაადგით მაღალ ცეცხლზე . ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ შეამოწმეთ, თუ ჩანგალი თავისუფლად ჩადის, ე.ი მოხარშულია.
საფეხური 2
გადაწურეთ, შემდეგ კარგად ამოჭყლიტეთ. კარგად რომ გაგრილდება, დაუმატეთ 3 კვერცხი, გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ყველი, ფქვილი და კარგად აურიეთ.
საფეხური 3
მიღებული მასა დაყავით თანაბარი ზომის პორციებად, ამოავლეთ ჯერ ფქვილში, დაამრგვალეთ, შემდეგ კვერცხში, ბოლოს კი საფანელში.
საფეხური 4
ღმა ქვაბში ან ტაფაში ჩაასხით 2 სმ.-მდე ზეთი და გააცხელეთ (თუ გაქვთ სახლში სპეციალური თერმომეტრი 180 გრადუსამდე), შემდეგ ჩაყარეთ კარტოფილის ბურთები და შეწვით ოქროსფერი ფერის მიღებამდე.
საფეხური 5
სოუსი: არაჟანს დაუმატეთ მდოგვი, თაფლი, ბაზილიკი და გახეხილი ნიორი, ბოლოს ლიმნის წვენი და მარილი გემოვნებით.

სერვირება

მიირთვით სოუსთან ერთად.