ინგლისში ეს კერძი ძირითადად ვირთევზათი კეთდება, ხანდახან მინტაის სახეობის თევზით, მაგრამ კამბალათი ყველაზე გემრიელია. ცომი, რომელშიც კამბალის ფილე ევლება თევზის არომატს გაქცევის საშუალებას არ აძლევს და არომატებს ცომის მასაში აკონცენტრირებს. მარტივად, ეს არის თევზის მოყვარულის სამოთხე.
1
1
ცალი
კამბალა
250
250
გრ.
ფქვილი
3
3
გრ.
სოდა
280
280
მლ.
შავი ლუდი
10
10
მლ.
ლიმონის წვენი
3
3
ცალი
წითელი კარტოფილი
2
2
გრ.
ორეგანო
1
1
გრ.
სალბი
50
50
გრ.
მჟავე კიტრი
2
2
მლ.
ძმარი
10
10
გრ.
კაპერსი
15
15
გრ.
დიჟონური მდოგვი
90
90
გრ.
მაიონეზი
პირველ რიგში, ამოვჭრათ თევზის ფილე - მარტივი პროცესია, კამბალას 4 ფილე აქვს და სქელი ფხები.
ცომისთვის 250 გრ. ფქვილი მოვათავსოთ დიდ ღრმა ჭურჭელში, დავუმატოთ დაახლოებით 280 მლ. ლუდი, 1 გრ. მარილი და 3 გრ. სოდა. კარგად მოვურიოთ, რომ მასა იყოს თხევადი და ერთგვაროვანი.
თევზს მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ სალბი და ცოტა მარილი. 5 წუთის შემდეგ ამოვავლოთ ცომში. შევჭვათ 170 გრადუსმდე გაცხელებულ ზეთში, მუქად გაოქროსფრებამდე.
პარალელურად ვაკეთებთ ტარტარის სოუსს. ვჭრიდ წვრილად მჟავე კიტრსა და კაპერსს, ვუმატებთ მდოგვს, ძმარს და მაიონეზსს. ვურევთ კარგად და ვაცივებთ მაცივარში.
გარნირად ვაკეთებთ კარტოფილს. ვიღებთ წითელ კანიან კარტოფილს. ნორლანდის სახეობის წითლი კარტოფილი საქართველოში გავრცელდა, რაც საშუალებას გვაძლევს სასიამოვნო ტექსტურის ფრი-ს ტიპის კარტოფილი გავაკეთოთ. პირველი რიგში, კარტოფილი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად. დაჭრილი კარტოფილი მოვხარშოთ ისე, რომ არ დაიშალოს და სიმყარე შეინარჩუნოს. შემდეგ, კარტოფილი მაცივარში გავაცივოთ. კარტოფილი გაიკეთებს სახამებლის გარსს, რაც შეწვისთვის კარგი ტექსტურის საწინდარია. კარტოფილიც შევწვათ ზეთში დაახლოებით 180 გრადუსზე.
სერვირება
სერვირებისთვის, დავაყაროთ თეფშზე თევზი და კარტოფილი.
ჩავაწოთ სოუსში ჭამის წინ.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი