გადავწყვიტე ინტერპრეტირებული შქმერული გამეკეთებინა, არაქართული გარნირით და ლიმონის არომატით.
120
120
გრ.
ქათმის ფილე
100
100
მლ.
ნაღები
1
1
კბილი
ნიორი
1/4
1/4
ლიმონი
50
50
მლ.
თეთრი ღვინო
1
1
მწიკვი
წითელი წიწაკა
30
30
მლ.
ზეთი
70
70
გრ.
კუსკუსი
50
50
გრ.
კიტრი
50
50
გრ.
მწვანე ბარდა (გაყინული)
დაიწყეთ ფილეს გასუფთავებით - მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი და კანი. გაახურეთ ტაფა, დასხით ცოტა ზეთი და მობრაწეთ საშუალო ცეხლზე, რომ შიგნით უმი არ დარჩეს.
პარალელურად ნაღები, ნიორი, ლიმონის ცედრა და წვენი დააბლენდერეთ ერთად. როდესაც ქათამი შეიწვება - ამოიღეთ, ტაფას ღვინო დასხით და 1 წუთის შემდეგ ქათამი დააბრუნეთ ტაფაზე. დაახით ნაღები და წამოადუღეთ. უკვე გამორთულს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და დაუმატეთ რამდენიმე ლიმონის ნაჭერი.
კუსკუსისთვის წამოადუღეთ წყალი, ჩაყარეთ კუსკუსი ჯამში, შეაზავეთ მარილით, შეგიძლიათ სვანური მარილი გამოიყენოთ, დაასხი ცოტა ზეთი და 140 მლ. მდუღარე წყალი, თავზე მჭიდროდ დაახურეთ გრინი. აცადეთ 7 წუთი ან სანამ წყალს ბოლომდე არ შეიწოვს
დაჭერით წვრილად კიტრი. გაყინულ ბარდას მდუღარე წყალი გადაავლეთ. კუსკუსს მოხადეთ თავი და ჩანგლით აფხიკეთ ფენა-ფენა, რომ ერთმანეთს დაკრული ნაწილაკები არ დარჩეს. შეურიეთ დაჭრილი კიტრი და მწვანე ბარდა.
სერვირება
სერვირებისას თეფშზე გადმოიღეთ ცოტა კუსკუსი, ქათმის ფილე და ნაღბის სოუსი.
გემრიელად მიირთვით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი