150
150
გრ.
ისპანახის ფოთლები
150
150
გრ.
ქორფა ჭარხლის ფოთლები
5-6
5-6
ცალი პომიდვრის ჩირი ზეთში
150
150
გრ.
ნადუღი
1
1
კონა ოხრახუში ან ტარხუნა
30
30
მლ.
კახური ზეთი
1/2
1/2
ლიმონი
50
50
გრ.
ქართული თხილი მოგრძო ფორმის
გარეცხეთ ისპანახი და ჭარხლის ფოთოლი, მოაწყვიტეთ ღერები და მოათავსეთ ჯამში, შემოაწყვეთ პომიდვრის ჩირი. ოხრახუში გარეცხეთ, გაამშრალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაჭერით წვრილად. ნადუღი შეაზავეთ მარილით, ხმელი ტარხუნით, გააკეთეთ პატარა ბურთები და ამოავლეთ ოხრახუშში ისე, რომ მთლიანად დაიფაროს.
ნადუღის ბურთებიც შემოაწყვეთ სალათზე და შეუდექით დრესინგის კეთებას. ამისათვის დაგვჭირდება მხოლოდ კახური ზეთი, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი და მარილი. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და კარგათ ათქვიფეთ ჩანგლით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
სერვირება
მოასხით დრესინგი სალათს და გემრიელად მიირთვით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი