ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. გადაურიეთ 120 გრამი რბილი კარაქი და 120 გრამი შაქარი, შეეცადეთ, რომ ერთიანი მასა მიიღოთ. დაამატეთ 110 გრამი კვერცხი, 120 გრამი დაფქული ნუში, 40 გრამი ფსტის პასტა, როზმარინი - სურვილისამებრ. კარგად მოურიეთ მიღებულ მასას (არ ათქვიფოთ!). ბოლოს დაამატეთ 60 გრამი გაცრილი ფქვილი.