Search
Or
რა მოვუხერხოთ საკვებს სუფრის მეორე დღეს

დღესასწულები, როგორც წესი, აღინიშნება დიდი სუფრებით: მზადდება სალათები, ხორცეულობა, რამდენიმე ცხელი, გარნირები, დესერტები, ხილი და ა.შ.
შედეგად, დღესასწაულის მეორე დღეს რჩება ძალიან ბევრი საჭმელი, იმდენი, რომ არ ჩაეტევა არც ერთ მაცივარში და ეყოფა მთელ ოჯახს, შეიძლება, მთელ კვირაზე.
იმისთვის, რომ ჩვენი ნაშრომი "წყალში არ გადავყაროთ", კარგი იქნება, თუ მოვიფიქრებთ თუ რა ვუყოთ საკვებს სუფრის მეორე დღეს.

რაც ეხება სალათებს: მათი შეკმაზვა ნებისმიერი სახის სოუსით (მაიონეზი, ზეთი, სმეტანა, ძმარი ან სხვა) უნდა ხდებოდეს უშუალოდ სუფრაზე მირთმევის წინ.  უმჯობესია ყველა ინგრედიენტი მზად გვქონდეს და შენახული დახურულ კონტეინერებში. სოუსებს ვამატებთ სუფრაზე გატანის წინ - ასე ჩვენ სალათებს უფრო მეტი შენახვის ვადა ექნება.

სამწუხაროდ ეს წესი არ ვრცელდება ფენოვან სალათებზე (მაგალითად, "შუბა"), რომლებიც ვარგისია მხოლოდ 12 საათის განმავლობაში.

არასდროს დატოვოთ საკვებში კოვზები, ჩანგლები ან სხვა ნივთები. ნებისმიერი უცხო მასალა ხელს უწყობს ქიმიურ რეაქციებს. 
გამოიყენეთ კონტეინერები, ფოლგა, პარკები და არ შეინახოთ მაცივარში საკვები ღიად, საჭმელი უნდა შეიფუთოს, რომ არ გაშრეს და შეცვალოს გემოს თვისებები.

შეინახეთ საკვები გავრცელებული წესების მიხედვით: არ შეინახოთ გაყინული და გაუყინავი პროდუქტები ერთად, ხილი/ბოსტნეული და ხორცი არ შეინახოთ ერთ თაროზე, სველი და მშრალი პროდუქტები, მზა კერძები და ნახევარფაბრიკატები - ყველაფერი უნდა იყოს ცალ-ცალკე.

ბოსტნუელი, მწვანილი, ძეხვი და სხვა ხორცის დელიკატესების შეგიძლიათ გაყინოთ ცალკე კონტეინერებში.

Expret Advices