იმისთვის რომ არ შეგვცვივდეს ჩვენ ვიცვამთ და ვრთავთ გათბობას, მაგრამ კიდევ თუ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ? გემრიელი, მრავალფეროვანი და მსუბუქი - რამდენიმე პროდუქტი, რომელიც დაგვეხმარება გავთბეთ ცივ დღეებში.
სუნელები - საუკეთესო გამათბობელი საშუალებები
წითელი, შავი და თეთრი პილპილი, კაენის წიწაკა, ჯანჯაფილი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი, მიხაკი, კუმინი, კორიანდრი, ზაფრანა, კარდამონი, კარი, ვასაბი, მდოგვი - ყველა ეს საშუალება ათბობს ორგანიზმს. როგორ? ისინი აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, მათ შორის ცხიმის მიმოსვლას ორგანიზმში. თუმცა არ დაგავიწყდეთ მათი გამოყენების ზომიერებაზე, გარდა მათი უკუჩვენებებისა, სუნელები კარგად მოგაშივებენ. უშუალოდ სიცივეზე გასვლის წინ არ არის რეკომენდირებული, მაგალითად, ჯანჯაფილის ჩაის, ან მდოგვიანი საკვების მირთმევა, ვინაიდან სუნელები სითბოს გაცემასაც უწყობენ ხელს. სუნელები სწრაფად ახდენენ სისხლის მიმოქცევას ფეხებში და ამით ხელს უწყობენ სითბოს გაცემას, ამ მიზეზით, ცივ ჰაერზე მარტივია გაციებაც. საღამო დროს სუნელების მირთმევამ ორგანიზმი შეიძლება გადაახუროს და აღარ დაგაძინოთ, ამიტომ მათი მირთმევის საუკეთესო დრო არის შუადღის სადილი.
ჯანსაღი წვნიანები
სუპი შუა საუკუნეებში წამლად ითვლებოდა. ახლაც, ის გათბობის საუკეთესო საშუალებაა. ყველაზე ჯანსაღი სუპები ბოსტნეულისგან დამზადებული სუპებია, მაგრამ აქ არსებობს ერთი მაგრამ, ქათმის ან ხორცის ნახარშზე მომზადებული სუპი ბევრად უფრო სასარგებლო და ნოყიერია, რადგან მათში უფრო მეტი ამინომჟავა და ექსტრაქტული ნივთიერებაა, რომლებიც ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლას. საჭმლის მონელებისას იხარჯება უამრავი ენერგია, რომელიც ათბობს ჩვენ სხეულს. მას შემდეგ რაც სუპი მოიხარშა და შეცივდა, აუცილებელია მისი ცხიმიანი თავის მოხსნა, რაშიც ჭარბობს ქოლესტერინი და კონცეროგენები. სუპებს ძალიან უხდება სუნელების შეკმაზვაც. სუპის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე ფესვისგან წარმოშობილი ნაყოფი, მაგალითად ხახვი, ან ჭარხალი, რომლებიც ასევე ათბობენ ორგანიზმს.