გსურთ მარტივი და გემრიელი და რაც მთავარია ჯანსაღი სადილის მომზადება? თანაც ისეთის, რომელსაც გაოყილებდით სამსახურში? მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა, თქვენ დაგჭირდებათ:
250 გრ. ქილის სიმინდი
150 გრ. სულგუნი
30 გრ. პიტნა
50 გრ. პარმეზანი
50 გრ. ნაღები
თუ თქვენ არ გსურთ ქილის სიმინდის გამოყენება, მაშინ ჯერ მოხარშეთ უმი სიმინდი და გაარჩიეთ. სიმინდი გააცხელეთ ტაფაზე, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ცაკე ჭურჭელში ჩააჭერით სულგუნი და წამოადუღეთ ნაღებთან ერთად, იმისთვის, რომ ყველი უფრო მალე დადნეს, ხშირად მოურიეთ.
მოასხით ყველის და ნაღების მასა სიმინდს და ტაფაშივე მოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი (ან სხვა მაგარი ყველი) და პიტნის ფოთლები.
გემრიელად მიირთვით.