Search
ან
თუთა

თუთა - ფოთლოვანი ხე, თუთისებრთა ოჯახიდან. ყვავილები შეკრებილია თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილედებად. ნაყოფი სხვადასხვა ფერის, მცირე კურკიანაა. გვარი შეიცავს 24-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამირიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.

საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა თეთრი თუთა  და ხართუთა. თეთრი თუთა ჩვენში უძველესი დროიდანაა მოშენებული. მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევენ. აშენებენ საქართველოს დაბლობ რაიონებში, აგრეთვე იზრდება გაველერებულად მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით ჭალის ტყეებში. სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლეა, ეტანება ღრმა ნოყიერ ნიადაგს. ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 200-300, იშვიათად 500 წელს. იყენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს, ამრავლებენ თესლით, კალმით და დამყნობით. თუთის ნაყოფს, რომელიც 10%ზე  შაქარს შეიცავს, იყენებენ საკვებად (როგორც ნედლს, ასე გამხმარს), აგრეთვე სხვადასხვა საკვები პროდუქტისა და არყის დასამზადებლად. ქართველი სელექციონერებმა გამოიყვანეს და წარმოებაში დანერგეს თუთის მაღალპროდუქტიული ჯიშები: "თბილისური", "ქუთათური", "ივერია", "ჰიბრიდი-2" და სხვა, რომლებიც შედარებით უკეთ იტანენ ისეთ საშიშ დაავადებას, როგორიცაა წვრილფოთოლა სიხუჭუჭე. სელექციური ჯიშის ერთი ხე იძლევა 8-15 კგ ფოთოლს — 1,5-2,5-ჯერ მეტს, ვიდრე არასელექციური. ხართუთა მოშენებულია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც აგრეთვე გაველურებულად გვხვდება ჭალის ტყეებში. ნაკლებ ყინვა და გვალვაგამძლეა.
გამოიყენება სხხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ლათინური დასახელება: Morus alba და Morus nigra

თეგები

ექსპერტის რჩევები