ჭინჭარი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარეა, ცნობილია დედამიწის ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა. ითვლის დაახლოვებით 60 სახეობას. ხალხში ამბობენ "იქ სადაც ადამიანი დასახლდება, აუცილებლად გაჩნდება ჭინჭარი".
ჭინჭარი შეიცავს შემდეგ ვიტამინებს: В, С, Е, К და კაროტინს. ასკორბინის მჟავით განსაკუთრებით მდიდარია ახალგაზრდა, გაზაფხულზე ამოსული ჭინჭარი.
მდიდარია კალციუმით და ჰლოროფილით, რომელიც შეიცავს მაგნიუმს.
ის არამარტო ჯანსაღია, არამედ გემრიელიცაა, ოდითგანვე გამოიყენება სუპების, პიურეს და სალათების მოსამზადებლად.
სუპის მომზადების დროს ჭინჭარს დიდხანს ხარშვა არ უხდება, რადგან მასში ვკლავთ ბევრ სასარგებლო ელემენტს.
ყველაზე კარგია ჭინჭრის ფოთლის მოხმარება სალათებში.
იმისთვის, რომ არ "დაისუსხოთ" შესაძლებელია მდუღარე წყლით გადავლება, ან ოდნავ გაშრობა. განსაკუთრებით სასარგებლოა ჭინჭარი გაზაფხულზე, მისი ახალი მწვანე ფოთლები შესაძლოა სალათის ძირითადი ინგრედიენტიც იყოს. კავკასიაში ჭინჭარს ამარილებენ და იყენებენ როგორც სუნელს ხორცისთვის, დაღესტანში მისგან ამზადებენ შიგთავსს, რომელსაც იყენებენ პურ-ფუნთუშეულში.
საქართველოში ჭინჭარს ფაფისებრ მასამდე დაყავთ, ამატებენ ძმარს, ზეთს, მარილს და პილპილს და ისე მიირთმევენ.
ჭინჭრის ხმელი ფოთლის დამატება შესაძლებელია ფქვილშიც, ჯანსაღი პურის გამოსაცხობად, მისი შეფარდება ფქვილთან 1/4 უნდა იყოს.
ლათინური დასახელება - Utrica