Search
ან
ზეთისხილი

ზეთისხილი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. მას სიმბოლური და რიტუალური დატვირთვაც აქვს. მოხსენებულია როგორც ანტიკური ისტორიის ამსახველ წყაროებში, ისე ბიბლიაში.

ზეთისხილი გამოირჩევა არაერთი სამკურნალო თვისებით. იგი გაჯერებულია კაროტინით. შეიცავს В, А, Е, РР ვიტამინებს. აგრეთვე სასარგებლო მინერალებს - კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმსა და ფოსფორს. 100 გრამი ზეთისხილი შეიცავს დაახლოებით 115 კალორიას.

ზეთისხილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. სასარგებლოა გულის დაავადებების დროს. ამცირებს ინფარქტის, თრომბების, კიბოსა და ალცჰეიმერის რისკს.

არსებობს არაერთი სახის ზეთისხილი. უპირატესობას უმეტესად ბერძნულ და ესპანურ პროდუქტს ანიჭებენ. საქართველოს დღევანდელ ბაზარზე ყველაზე ხშირია შავი, თუმცა მოიპოვება მწვანე და წითელიც (ღვინოში დამწნილებული) ზეთისხილიც.

სასარგებლო თვისებების მიუხედავად არ შეიძლება ზეთისხილის დიდი რაოდენობით მიღება. მთავარი მიზეზი არის ის, რომ პროდუქტის საკვებად მხოლოდ დაკონსერვებული ან დამწნილებული სახით გამოიყენება და შედეგად მარილის დიდ რაოდენობას შეიცავს.

თეგები

ექსპერტის რჩევები