კარტოფილის უგემრიელესი კლასიკური სალათი.
ინგრედიენტები:
კარტოფილი - 800 გრამი
ხახვი - 3 თავი
კიტრის მწნილი - 2 სუფრის კოვზი
მაიონეზი - 3 სუფრის კოვზი
ზეითუნის ზეთი - 2 სუფრის კოვზი
თეთრი ღვინის ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ოხრახუში - 15 გრამი
მწვანე ხახვი - 15 გრამი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
მოხარშეთ და გათალეთ კარტოფილი. დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.
დაჭერით ხახვი, კიტრის მწნილი და მწვანილი.
მოათავსეთ დაჭრილი ინგრედიენტები ჯამში. შეაზავეთ მაიონეზით, ზეითუნის ზეთით, ძმრით, მარილით და პილპილით.
გემრიელად მიირთვით!