ღორის შემწვარი ანტრიკოტი თეთრი ღვინისა და ნაღების სიუსით - უგემრიელესი ვახშამი მთელი ოჯახისათვის.
ინგრედიენტები:
4 ანტრიკოტი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 სუფრის კოვზი კარაქი
200 გრამი ქამა სოკო
2 თავი ხახვი
1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
1/4 ჭიქა ნაღები
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ანტრიკოტებს მარილი და შეწვით ორივე მხრიდან. შემდგომ გადადეთ ცალკე ჭურჭელში.
დაამატეთ იგივე ტაფაში კარაქი, დაჭრილი ხახვი და სოკო. მოთუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
დაამატეთ ღვინო, 1 წუთის შემდეგ კი ნაღები. დაუწიეთ ცეცხლს და ურიეთ მანამ, სანამ სოუსი არ გაერთიანდება.
სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ მთლიანი ნაჭრები ან წინასწარ გამზადებული ულუფები.
გარნირად კარტოფილის პიურეს გავუწევდით რეკომენდაციას.
გემრიელად მიირთვით!