Search
ან
ნივრისა და ჯანჯაფილის პასტა

ჯანჯაფილი და ნიორი არაერთი აზიური კერძის საბაზისო ელემენტია. თუ მოგინდებათ სახლის პირობებში მომზადებული ატრია, აზიური ბრინჯი ან ქათამი ინდურ სანელებლებში - ეს საკმაზი დაუვიწყარ არომატს მისცემს თქვენ კერძს. თუმცა, მისი გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ აზიური კერძების მომზადებისას არამედ ყოველდღიურობაში, თუნდაც ქათმის მკერდის მომზადების დროს.

მაშ ასე, ამ გემრიელი და არომატული საკმაზის მოსამზადებლად საჭიროა:

120 გრ. ჯანჯაფილი

1 თავი ნიორი

ზეთი

მარილი გემოვნებით

გარეცხეთ და კარგად გააშრეთ ჯანჯაფილი. გააცალეთ კანი და წვრილად დაჭერით. გაარჩიეთ და დაკეპეთ ნიორი. მოათავსეთ ნიორი და ჯანჯაფილი ბლენდერში და ათქვიფეთ. დაამატეთ მარილი და ცოტაოდენი ზეთი. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და შეინახეთ მაცივარში 1 კვირის განმავლობაში. 

ექსპერტის რჩევები