Search
ან
სახლის ფახიტასი

ფახიტასი მექსიკური კერძია. ძალიან გემრიელი და საკმაოდ მსუყე. შეგიძლიათ მიირთვათ გარნირის გარეშეც. 

ინგრედიენტები:

1 კგ. ქათმის ფილე 

500 გრ. ხახვი

500 გრ. ბულგარული წიწაკა 

6-7 კბილი ნიორი

50 მლ. სოიოს სოუსი 

1 ლიმონის წვენი 

200 გრ. არაჟანი

მომზადების წესი: 

დაჭერით ქათმის ფილე, ხახვი და ბულგარული წიწაკა (გრძელ ნაჭრებად ყველა). დაჭყლიტეთ ნიორი. მოათავსეთ დაჭრილი ინგრედიენტები ჯამში, დაასხით სოიოს სოუსი, ცოტა ზეთი, მარილი და პილპილი. შეინახეთ მაცივარში დაახლოებით ორი საათი. 

შეწვით ტაფაზე. სანამ ბოლომდე მომზადდება დაამატეთ არაჟანი. 

შეგიძლიათ ასევე მოამზადოთ ტორტილები. 

ინგრედიენტები: 

200 გრ. ფქვილი

1 კვერცხი 

წყალი და მარილი 

გააკეთეთ მკვრივი ცომი. გააბრტყელეთ და შეწვით უზეთო ტაფაზე. 

მოათავსეთ ფახიტასი გაგრილებულ ტორტილებზე და გემრიელად მიირთვით. 

ექსპერტის რჩევები