Search
Or
რესტო გიდი - A.T. Kitchen

ქალაქში არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დილა დაიწყოთ უგემრიელესი საუზმით, წარმართოთ საქმიანი მოლაპარაკება ლანჩის დროს, გემრიელად ივახშმოთ ოჯახთან ერთად, გაემართოთ კულინარიულ მოგზაურობაში ევროპის გარშემო თბილისიდან გაუსვლელად.

“A.T. Kitchen - შეფი ალექსანდრეს საავტორო სამზარეულოა, რომელიც წარმოგიდგენთ კერძებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 
შავი ანგუსის სტეიკი, იტალიური პასტა, ნეაპოლური პიცა - ეს იმ მცირე კერძების ჩამონათვალია, რომლებიც დააკმაყოფილებს თქვენს ყველაზე მოთხოვნად გასტრო სურვილებს.

ინგრედიენტები, რომლითაც შეფის მიერ ღია სამზარეულოში გასტროპერფორმანსები იქმნება, სტუმარმასპინძლობა, ურთიერთობა, ატმოსფერო – ყველაფერი ეს განაპირობებს ხარისხს, რომელიც უმნიშვნელოვანესია მთელი გუნდისთვის.

A.T. Kitchen-ის მენიუ მუდმივად ცვალებადია. მისი  ხასიათი იცვლება შეფის ფანტაზიის, სეზონის მიხედვით. შეფი ალექსანდრე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ინგრედიენტებს და მათ ხარისხს, რითაც ქმნის კულინარიულ შედევრებს.

კონცეფციის შემქნისას ბევრი ვიფიქრეთ ამ თემაზე, მიზანი გვქოდა შეგვექმნა ადგლი, სადაც ნებისმიერ ადამიანს მოუნდებოდა მოსვლა და გემრიელად ვახშმობა, ან დილით საუზე, სამხარი, ლანჩი.
ჩვენი ბერკეტი ხარისხია, რომელსაც ასე საგულდაგულოდ ვუფრთხილდებით.


A.T. Kitchen-ის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ერთ დღეში იმოგზაუროს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ადგილიდან დაუძვრელად. ჩვენი შეფი ახალგაზრდა პერფექციონისტია, რომელიც ქმნის Comfort Food-ს, ყველასთვის მისაღებს და გასაგებს, რასაკვირველია თავისი ინდივიდუალური ხელწერით და მაღალი პროფესიონალიზმით.” - მარი გოგოჭური, მარკეტინგის მენეჯერი