Search
Or
ჩია - რჩევები და ხრიკები

Ჩია ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული სუპერსაკვებია დღეს, საინტერესოა რამ გამოიწვია მისი ასეთი პოპულარობა ჯანსაღი კვების მიმდევრებში. Მიუხედავად იმისა, რომ ჩიას მარცვლები, ბევრი საუკუნის წინ, მაიას ტომების და აცტეკების ერთ-ერთი მთავარი, ენერგიის მომნიჭებელი საკვები იყო, ეს პროდუქტი მსოფლიომ სულ ცოტა ხნის წინ გაიცნო. Რა თქმა უნდა დაგვიანებით, მაგრამ ჩია საქართველოშიც შემოვიდა და დღეს ამ ჯადოსნურ მარცვლებს ბევრი ჩვენგანის კვების რუტინაში საპატიო ადგილი უჭირავს.

და მაინც, Რა სარგებელი მოაქვს ჩიას? - ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები იცავს ორგანიზმს დაბერებისგან და მრავალი დაავადებისგან, მათ შორის სიმსივნისგან. 

Ჩია მდიდარია უჯრედისით. მისი მოცულობის 40% უჯრედისია, რაც მას გამოარჩევს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტს დედამიწაზე. უჯრედისი კვებავს მეგობარ ბაქტერიებს ჩვენს კუჭ-ნაწლავში, ნაწლავური ფლორის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია ზოგადი კეთილდღეობისთვის.

Მცენარეული პროტეინის საუკეთესო წყაროა მათთვის, ვინც არ ჭამს ხორცს. Ზოგადად პროტეინი ითვლება წონაში კლებისთვის საუკეთესო მაკრონუტრიენტად, ამცირებს მადას, განსაკუთრებით მათთან, ვისაც ღამის საათებში უყვარს წახემსება.

კვების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჩია წონაში კლებას უწყობს ხელს - ჩია შეიწოვს სითხეს და იზრდება მოცულობაში 10-12-ჯერ, რაც დანაყრებულობის შეგრძნებას გვანიჭებს დიდი ხნით. Შედეგად, შემდეგი საკვების ულუფა იმაზე მცირეა, ვიდრე ჩვეულებრივ. 

Ჩია შეიცავს კალციუმს. ის ვეგანურ დიეტაში საუკეთესო წყაროა კალციუმის მისაღებად. ასევე ფოსფორის, მაგნეზიუმის და პროტეინის მაღალი შემცველობის გამო, შეიძლება მივიჩნიოთ სასარგებლო პროდუქტად ძვლების ჯანმრთელობისთვის. 

Ჩია უგლუტენო სრულმარცვლოვანი თესლია, ძირითადად ორგანულია და არაგენმოდიფიცირებული.

Როგორ გამოვიყენოთ - 2 სუფრის კოვზი ჩია, რაც არის 1 ულუფა, დღიური ნორმაა ზრდასრული ადამიანისთვის. 

Ჩიას მარცვლების მომზადების ყველაზე ეფექტური გზაა მათი დალბობა ნებისმიერ სითხეში. დალბობისას ჩია ფუვდება და მასა ხდება ჟელესებური. Სასურველია 1 - 2 საათით ან მთელი ღამით დალბობა. ანუ როდესაც საუზმედ გვინდა ჩიას პუდინგი, სასურველია წინა ღამით მოვამზადოთ და მაცივარში შევინახოთ. 
თუმცა არის ერთი ხრიკი, როგორ გავააქტიუროთ ჩიას მარცვლები მომენტალურად - უნდა დავასხათ რამდენიმე ჩაის კოვზი თბილი წყალი, რომ დაიფაროს, მაქსიმუმ 40 გრადუსი, მოვურიოთ და რამდენიმე წამში ჩია გახდება ჟელესებური, შემდეგ დავუმატებთ სასურველ სითხეს - რძეს, მაწონს, წვენს და დამატკბობელს ან ხილს, თქვენი პუდინგი მზადაა. აქ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, არასწორი რეცეპტი არ არსებობს. 

Chia Fresca - ჯანსაღი კვების მიმდევრების საყვარელი სასმელია. 
1 სუფრის კოვზ ჩიას მარცვლებს ვყრით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში, ვამატებთ ლიმონის წვენს გემოვნებით, 10-15 წუთში მარცვლები გაფუვდება და ჩიას ენერგეტიკული ლიმონათი მზად არის.