Search
Or
სმუზი - სილამაზე და ჯანმრთელობა

სმუზი მსხლით, ნიახურით და ანანასით თქვენი ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებისთვის იდეალური საშუალებაა, მასში შემავალი სასარგებლო ბოსტნეულის წყალობით ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ბეტა-კაროტინებით, C ვიტამინით, მაგნიუმითა და კალიუმით. იდეალურია საუზმის ან ლანჩის დროს მისართმევად. ის დაგეხმარებათ ჯანსაღი და გლუვი კანის შენარჩუნებაში, შეშუპების თავიდან აცილებასა და ნაწლავების ფუნქციის ნორმალიზებაში. წონის კორექციისთვისაც იდეალური სასმელია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

300 მლ “ბორჯომი”
1 ცალი კიტრი
1 ცალი მსხალი
200 გ ანანასი
½ ბანანი
2 ღერო ნიახური
2 ღერო ბაზილიკი

გათალეთ კიტრი, მსხალი და ანანასი. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ბორჯომის ბაზაზე დამზადებული სასმელები ბუნებრივი დეტოქსისთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან ვულკანური წარმოშობის უნუკალური მინერალების წყალობით ბორჯომი აჯანსაღებს თქვენს ორგანიზმს და აძლიერებს იმუნიტეტს.