Search
Or
დაბალანსებული კვება

დაბალანსებული დიეტით ვიღებთ ყველა საჭირო ნივთიერებას, რომელიც ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. რაციონი შედგება მრავალფეროვანი საკვებისგან, რომელსაც გარკვეული პროპორციით ვიღებთ და ვიცით რამდენი კალორია გვჭირდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ წონა. ქალებისთვის რეკომენდებულია საშუალოდ 2000 კალორიის მიღება დღიურად, ხოლო, მამაკაცებისთვის 2500-ს.
როგორ დავიცვათ დიეტა:

  • ვჭამთ 5 ულუფა ხილს და ბოსტნეულს დღეში - სასურველია ჩვენი რაციონის ⅓ შეადგენდეს ხილ-ბოსტნეულს. ეს შეიძლება იყოს ცოცხალი, გაყინული, გამომშრალი, კონსერვირებული ან გაწურული ხილ-ბოსტნეული. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ასეთი ადამიანები ნაკლებად ავადდებიან სიმსივნით და გულსისხლძარღვთა დაავადებებით.
  • ძირითადი საკვები შედგება სახამებლიანი ნახშირწყლებისგან - პასტა, კარტოფილი, ბრინჯი, პური, სასურველია მან შეადგინოს რაციონის ⅓. არჩევანი შეაჩერეთ სრულმარცვლოვან და უჯრედისის შემცველ პროდუქტებზე, ეს პროდუქტები მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. ნახშირწყლები გვავსებს ენერგიით, რომელიც სხეულის მოძრაობისთვის და შინაგანი ორგანოების მუშაობისთვისაა საჭირო.
  • პროტეინი შეადგენს რაციონის ⅙-ს - საქონლის და ფრინველის ხორცი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი დიეტის აუცილებელი შემადგენელია, თუმცა მათი მიღება მცირე რაოდენობითაა რეკომენდებული. 
  • რძის პროდუქტები და მათი მცენარეული ალტერნატივა შეადგენს რაციონის ⅙-ს. ყველი, იოგურტი, ხაჭო დიეტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, ჩვენი ძვლების და კბილების ჯანმრთელობისთვის.
  • ვიყენებთ მხოლოდ ჯანსაღ ცხიმებს: ზეითუნის ზეთს, ავოკადოს ზეთს, მზესუმზირის და ნიგვზის ზეთებს. მინიმუმამდე ვამცირებთ შაქრის, მარილის და ცხიმიანი საკვების მოხმარებას. 
  • ვსვამთ წყალს დიდი რაოდენობით - ქალებისთვის რეკომენდებული ნორმაა მინიმუმ 6 ჭიქა წყალი დღეში, მამაკაცებისთვის - 8 ჭიქა.