სადადიანოს მომზადება საკმაოდ მარტივია. ქვაბში ვათავსებთ დაჭრილ ხახვს და ქათამს, ვთუშავთ 10-12 წუთის მანძილზე. შემდეგ, ვუმატებთ რძეს და კიდევ 5 წუთი ვთუშავთ. პარალელურად ვუმატებთ მარილს, ამოვურევთ და ზემოდან დავადებთ ჭყინტი სულგუნის ნაჭრებს. ყველი როგორც კი დადნება, მოვხსნით ქურიდან, მოვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს და გემოვნებით ძმარს. ეს არის ჩიხირთმისგან წარმოებული კერძი, მაგრამ უფრო სქელი, ამიტომ გემოც უნდა იყოს ჩიხირთმის მსგავსი.