ყაბაყი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, იგი ადვილად ათვისებადია, შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისის მცირე რაოდენობის გამო ისინი დიეტურ კვებაში გამოიყენება, როგორც დაბალკალორიული პროდუქტი. 20 კკალ. 100 გრ. პროდუქტში.
400
400
გრ.
ყაბაყი
200
200
გრ.
საქონლის ფარში
80
80
გრ.
ხახვი
70
70
გრ.
სტაფილო
2
2
კბილი
ნიორი
20
20
გრ.
ტომატპასტა
200
200
მლ.
რძე
20
20
გრ.
კარაქი
20
20
გრ.
ფქვილი
100
100
გრ.
ყველი სულგუნი
1
1
მწიკვი
მუსკატის კაკალი
1
1
მწიკვი
თეთრი პილპილი
1
1
მწიკვი
ბაზილიკი
ყაბაყი გავრეცხოთ, დავჭრათ სიგრძეზე, თხელ ნაჭრებად, 3 მმ. ზომაზე. დიდ ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მარილი და წამოვადუღოთ, მდუღარე წყალში ჩავყაროთ დაჭრილი ყაბაყი და ვადუღოთ 2 წუთი, გადავწუროთ საწურზე, გავაგრილოთ.
საშუალო ზომის ტაფა გავახუროთ საშუალო ცეცხლზე, დავასხათ ზეთი, შემდეგ ფარში მოვშუშოთ, ხის კოვზით ვურიოთ, რათა არ დაიშალოს, როდესაც ფარში ფერს შეიცვლის და სითხეს გაუშვებს დავუმატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხახვი, 3 წუთის შემდეგ წვრილად გახეხილი სტაფილო და ტომატპასტა. თან ვურიოთ, გავსინჯოთ ფარში თუ მზადაა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ცხელ ღრმა ტაფაზე გავადნოთ კარაქი და შევურიოთ ფქვილი, შემდეგ დავასხათ რძე და მორევა გავაგრძელოთ, მასა ნელ-ნელა შესქელდება. ბოლოს დავუმატებთ დაფქულ მუსკატის კაკალს და თეთრ პილპილს.
ფორმას წავუსვათ ცხიმი, დავაფინოთ ჯერ ყაბაყი, შემდეგ მომზადებული ფარში, შემდეგ თეთრი სოუსი და გახეხილი სულგუნი, ასე გაიმეორეთ ფორმის გავსებამდე, შედგით წინასწარ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7- 10 წუთით
სერვირება
სუფრასთან მიიტანეთ ცხელ მდგომარეობაში.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი