ოდრი ჰეპბერნის სამზარეულოში შოკოლადს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მიუხედავად მოცეკვავის დისციპლინისა, სახლში, ხელმისაწვდომ ადგილას, ყოველთვის ეგულებოდა შოკოლადის ყუთი. უფქვილო შოკოლადის ნამცხვარს ოდრი, მისი მზარეულის ჯოვანას პროტესტის მიუხედავად, თავად ამზადებდა. ეს ოჯახის საყვარელი დესერტი გახლდათ, დაბადების დღეების და დღესასწაულების შეუცვლელი ტკბილეული.
მიჰყევით რეცეპტს და მოამზადეთ უნაზესი შოკოლადის ნამცხვარი.
დაგჭირდებათ:
200 გ შავი შოკოლადი
40 გ რძე
80 გ კარაქი
5 კვერცხი
130 გ შაქარი
შაქრის პუდრი მოსაყრელად
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
20 სმ დიამეტრის ყალიბში ჩადეთ საცხობი ქაღალდი.
შოკოლადი რძესთან ერთად დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაუმატეთ კარაქის კუბები, ურიეთ ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, გულები დაუმატეთ შოკოლადის მასას და მოურიეთ. ცილა კი ათქვიფეთ შაქართან ერთად მიქსერით, საშუალო სიმყარემდე.
კვერცხის ცილა ფრთხილად, ეტაპობრივად შეურიეთ შოკოლადის მასას. ცომი გადაიტანეთ ყალიბში და გამოაცხვეთ 30 წუთი. გამორთეთ ღუმელი, გამოაღეთ კარი და ნამცხვარი დატოვეთ ღუმელში კიდევ 10 წუთით.
გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი, მიირთვით ვანილის ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად.